weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნებიდან“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ჯონდო მდივნიშვილია, რომელიც 2013 წლიდან დღემდე „ლიბერთი ბანკის“ კახეთის რეგიონული ფილიალის მმართველი იყო.

დუშეთის გამგეობის საშტატო ნუსხის მიხედვით, მუნიციპალიტეტის გამგებელს ვაჟა ჩოხელს შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 5 მრჩეველი ჰყავს. მათ შორის, 4 მრჩევლის ხელფასი თვეში 1 000 ლარია, ერთისა კი 700 ლარი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლებს ხელფასის სახით თვეში 950 ლარი დაენიშნათ. გამგეობისა და საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ხელფასის ოდენობა 760 ლარს არ აღემატება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თელავის და სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული თუ ვის აირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად. ბოტკოველმა კომისიაში ასარჩევი ადამიანების სია…

„ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სოსო (იოსებ) ქარუმაშვილია. 2009-2010 წლებში ქარუმაშვილი მუშაობდა მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულად ქალაქ ახმეტის ტერიტორიულ ორგანოში. 2010 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით გახდა ახმეტის საკრებულოს მაჟორიტარი…

პარტია „ქართული ოცნება“ კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს, ხვალ, 19:00 საათზე, თელავში, 9 აპრილის მემორიალთან წარადგენს. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია, გარდა თელავისა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა. ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატმა კახაბერ მახათაძემ სახელისუფლებო პარტიას 90 000 ლარი გადაურიცხა. კახაბერ მახათაძე ბიზნესმენია და წილებს რამდენიმე საწარმოში ფლობს. იგი არის საქართველოს საპარტიარქოს კუთვნილი კომპანია „ემ.ემ.ბე“-ს…

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი სამველ პეტროსიანი და მისი შვილი გიორგი პეტროსიანი, რომელიც გამგებლის რწმუნებულია, სიცოცხლის მოსპობით, ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და სახლის…

„ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილია, პარტიული სიის პირველი ნომერი კი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]