weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი „აზოვის“ პოლკის შექმნაში წვლილი მიუძღვის. ამის შესახებ მან დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

„საქართველოზე მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე. როგორც უკრაინაში გაიხსნა პრორუსული ორგანიზაციების ასობით ოფისი, მაგრამ ზელენსკიმ დროზე დახურა, ზუსტად ასევე გაიხსნა საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ…

მიმდინარე კვირაში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი კრის კუნსი უხელმძღვანელებს. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დელეგაცია ვიზიტს საფრანგეთსა და იტალიაშიც განახორციელებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, მიუხედავად უკრაინული მხარის სურვილისა.

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მედიის თავისუფლება საქართველოში არის მაღალი სტანდარტით გარანტირებული. ეს ვრცელდება თანაბრად როგორც „მთავარზე“, ასევე „ტვ პირველზე“, ასევე „ობიექტივზე“, „ალტ-ინფოზე“, „ფორმულაზე“ ან ნებისმიერ ტელევიზიაზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დევნილი ოჯახების ბინებით უზუნველყოფის მიმართულებით „გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია“. ღარიბაშვილი დევნილებს ბინების გადაცემა/დაკანონებას 3-4 წელში დაჰპირდა.

„ალტ-ინფოსა“ და მის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ დემოკრატიის არ სჯერა.

„ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა უკრაინაში ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სთხოვა, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაცია რადამ გაავრცელა.

„პოზიტიური მოლოდინია, რაიმე პრობლემური საკითხი არ არსებობს. კითხვები უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოწყობას, განვითარებას, ზოგადად, იმ რეფორმებს და პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ და ასევე, რაც დასახული გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]