weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პოლიტიკა

პრორუსული „ალტ-ინფოს“ და მის მიერ დაფუძნებული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა, შოთა მარტინენკომ რუსეთთან ურთიერთობის „დალაგებისა“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარტინენკო მიიჩნევს, რომ ქვეყნის გადარჩენის, განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო გზა რუსეთთან ისეთივე…

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში ჩასვლის გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად მიიღო. ამის შესახებ მან უკრაინაში თქვა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გასაჯარობას ითხოვდნენ, შესთავაზა, „დასხდნენ და შეავსონ“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც სუს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო პოლიტიკური…

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლიც საქართველოს 11 აპრილს გადმოეცა, მალე გასაჯაროვდება. დოკუმენტის გასაჯაროებას ოპოზიციონერი პარლამენტარები და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, არასერიოზულია საუბარი, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკოლებში მეგრულისა და სვანური ენების არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით კვლავ გამოვიდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტში მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი, ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაპარტიელი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტიილებით, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყვიტეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებებს „გენოციდი“ უწოდოს, ჯერ სამართლებრივი შეფასება უნდა გაკეთდეს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერჯერობით არც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]