საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა. გადაწყვეტილება დღეს საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე მიიღეს.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და მაისის სუპერტურნირის ლიდერთა შორის რჩება.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიო რაგბიმ ბოლო პერიოდის სარაგბო სკანდალის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირდაპირი საგზური რუსეთის ნაკრებს ერგო, გერმანელებმა კი გადათამაშებაში ასპარეზობის უფლება მიიღეს.
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა მსოფლიო პირველობისთვის გაფართოებული შემადგენლობის ნაცვლად პირდაპირ იმ 23 ფეხბურთელისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომლებიც რუსეთში გასამართ მუნდიალზე ალბიონელთა ღირსებას დაიცავენ. აღსანიშნავია, რომ გუნდში ლეგიონერი…
2017-2018 წლების ევროპა ლიგის გათამაშება „ატლეტიკოს“ გამარჯვებით დასრულდა. მადრიდულმა კლუბმა საფრანგეთის ქალაქ ლიონში გამართულ ფინალურ მატჩში მარსელის „ოლიმპიკი“ უშანსოდ დაამარცხა და ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი ისტორიაში მესამედ მოიგო.
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც მაისის სუპერტურნირზე ოძეკის ტიტულის მისაღებად იბრძვის, ნაცუ ბაშოზე მე-3 გამარჯვება იზეიმა და ლიდერთა შორისაა.
არნემის „ვიტესის“ მცველმა გურამ კაშიამ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ჰოლანდიურმა კლუბმა ევროპა ლიგაზე გამსვლელ შიდა პლეი-ოფში „უტრეხტს“ სწორედ ქართველი კაპიტნის გოლით სძლია.
საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონ „პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო ორი წლის მანძილზე თომას ტუხელი გაწვრთნის. ახალგაზრდა გერმანელმა სპეციალისტმა პარიზული საფეხბურთო კლუბის თავკაცის პოსტზე ესპანელი უნაი ემერი შეცვალა.
ღია ლიგაში მოასპარეზე გურჯაანის „ალაზანმა“ მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა და „გლდანს“ სამბურთიანი სხვაობით სძლია. ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ გურჯაანის საფეხბურთო გუნდი კვლავაც გათამაშების ლიდერია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11