weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება. ყრილობა 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება. ფედერაციის ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგში ორი საკითხია - ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა.

ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ კაპიტანი ანდრეს ინიესტა სპორტული დამსახურებებისთვის ესპანეთის სამეფო ორდენით დაჯილდოვდა. აღნიშნული ტიტული უმაღლესი ხარისხის ჯილდოა სპორტული მიმართულებით.

საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ (საბა) კვერკველია მოსკოვის „ლოკომოტივის“ აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ფედერაციის აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრების მიერ მის მიმართ წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლო და…

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და რამდენიმე ძიუდოისტი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ისინი ვარჯიშს და შეჯიბრებებში მონაწილეობას მანამდე არ გააგრძელებენ, სანამ…

კალათბურთში საქართველოს თასის გამარჯვებული „ქუთაისი 2010“ გახდა. ქუთაისურმა კლუბმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში „კაკტუსი“ ანგარიშით 67:65 დაამარცხა და გასულ წელს მოპოვებული თასი შეინარჩუნა.

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ფინალისტი გუნდები ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზეც გაირკვა. ევროპა ლიგის ფინალში ასპარეზობის უფლება მადრიდის „ატლეტიკომ“ და მარსელის „ოლიმპიკმა“ მოიპოვეს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის 2018 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა თითო ოქროსა და ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური წყვილის დაპირისპირება საინტერესოდ დასრულდა. წინა კვირას ლივერპულში დამარცხებულმა (2:5) „რომამ“ საკუთარ „სტადიო ოლიმპიკოზე“ ბოლომდე იბრძოლა, მატჩიც მოიგო, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით ფინალში „ლივერპული“ ითამაშებს.

საფეხბურთო კლუბების, გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის მიმდინარეობისას  ფეხბურთელებს შორის მოედანზე დაპირისპირება დაიწყო, კონფლიქტში ჩაერთვნენ გულშემატკივრებიც. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ორივე გუნდის მხარდამჭერებმა დაამტვრიეს და დააზიანეს სტადიონის სკამები.…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]