weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სპორტი

ნინო ბაციაშვილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატის გამარჯვებული მეორედ გახდა. ბათუმელმა მოჭადრაკემ პირველობა საქართველოს 2017 წლის ჩემპიონ ბელა ხოტენაშვილთან ერთად გაინაწილა და ჩემპიონობა უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მოიპოვა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში გერმანიის ნაკრებთან ათქულიანი სხვაობით 77:87 დამარცხდა.

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) დიუსელდორფის გრან-სლემი მოიგო. მან ფინალში ირლანდიელ ბენჯამინ ფლეჩერს სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ), უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე ტურნირზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალში მან მასპინძელი დმიტრო პინკოვი 7-5 დაამარცხა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ღირსების ორდენით საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისთვის დააჯილდოვა.

რუს ოლიმპიელ ბობსლეერს, ნადეჟდა სერგეევას, რომელიც დოპინგის საწინააღმდეგო სლოგანით დამშვენებული სამოსით იწონებდა თავს, პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგის მიღება დაუმტკიცდა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნაკრებისთვის ავსტრიასთან გამარჯვება ისტორიაში სადებიუტოა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო პირველად ასპარეზობს.

რუს ალექსანდრ კრუშელნიცკის, რომელმაც პიონჩანის ზამთრის ოლიმპიადაზე კერლინგის შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში ანასტასია ბრიზგალოვასთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა, მოგვიანებით კი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა, ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვა.

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ქართველი ქალი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა მეტსახელად „მგელი“, Fight Night Global-ის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელია. რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ 5-რაუნდიან სატიტულო ორთაბრძოლაში ჯოჯუამ რუსი მარინა მოხნატკინა იგივე…

ევროპა ლიგაზე პირველი პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივმა“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი სოლომონ (საბა) კვერკველიაც გამოდის, ფრანგული „ნიცა“ მეორედაც დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, ჯანო ანანიძის გუნდი მოსკოვის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]