weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვალერიან (ვაკო) გვილია შვეიცარიის სუპერ ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა. ამის გარდა, 23 წლის ქართველ ნახევარმცველს, რომელიც ახლახანს გადავიდა საფეხბურთო კლუბ „ლუცერნში“, შვეიცარიული მედია…

საფეხბურთო კლუბმა ფლორენციის „ფიორენტინამ“ აწგარდაცვლილი გუნდის კაპიტნის, დავიდე ასტორის კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელის მეუღლე ფრანჩესკა ფიორეტი და 2 წლის შვილი უვადო კონტრაქტის მიხედვით ხელფასს მიიღებენ.

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის პრინციპულ მატჩში „ბარსელონამ“ შინ მადრიდის „ატლეტიკო“ ლიონელ მესის ერთადერთი გოლით დაამარცხა. საჯარიმო დარტყმიდან გატანილი ულამაზესი გოლი მესისთვის კარიერაში რიგით მე-600 გამოდგა.

რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში ცენტრალური შეხვედრა მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „სპარტაკს“ შორის შედგა. საქართველოს ნაკრების წევრებმა ორივე გუნდის შემდაგენლობაში ითამაშეს.

კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარით დააჯილდოვა. ამერიკელი კალათბურთელის მიერ დაწერილი ლექსის მიხედვით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია სათაურად Dear Basketball, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის კატეგორიაში დაჯილდოვდა.

ფლორენციის „ფიორენტინას“ კაპიტანი დავიდე ასტორი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთელი დღეს ქალაქ უდინეში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელი სავარაუდოდ, ძილში დაიღუპა. 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მორიგ მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და ესპანეთი ანგარიშით 23:10 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 მარტს ლიტვის ეროვნულ გუნდს შეხვდება, 27 მარტს კი „ჯვაროსნები“ ესტონეთს დაუპირისპირდებიან.

საკალათბურთო ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა „სასკი ბასკონიამ“, რომელმაც საკუთარ მოედანზე პლეი-ოფში გასასვლელად ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი „ხიმკი” 87:77 დაამარცხა. გუნდის გამარჯვებაში მთავარი სამუშაო ტრადიციულად თორნიკე შენგელიამ შეასრულა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა…

ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის საუკეთესო გოლად ვენის „რაპიდის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას გოლი დასახელდა, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრმა „ლასკს“ გაუტანა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]