საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული გამარჯვებით დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდმა ევრობასკეტ 2017-ის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვის ნაკრებს ანგარიშით 79:77 სძლია.
იაპონიის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა რუსეთში გაისად გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გაწვრთნილმა გუნდმა შინ ანგარიშით 2:0 დაამარცხა ავსტრალიის ნაკრები და ირანის…
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა, თბილისის „დინამოს“ 18 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ბელგიურ საფეხბურთო კლუბ „გენტში“ გააგრძელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას განაგრძობს. „ჯვაროსნებმა“ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშეს, რომელიშიც მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო. მათ შორის იყო ვაკო ყაზიაშვილიც, რომელიც ნაკრებს გუშინ…
საქართველოს ეროვნული ნაკრებს ტრავმის გამო ირლანდიასა და ავსტრიასთან მატჩებისთვის ძირითადი მეკარე გიორგი ლორია გამოაკლდა. გუნდმა გუშინ ორჯერადი ვარჯიში გამართა, ჯერ სატრენაჟორო დარბაზში, ხოლო შემდეგ - საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე.
UEFA-მ გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გამოავლინა. 2016-2017 წლების სეზონის საუკეთესო გოლად გულშემატკივართა გადაწყვეტილებით, ტურინის „იუვენტუსის“ ხორვატი ფორვარდის, მარიო მანჯუკიჩის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალის“ კარში გატანილი შედევრია.
თელ-ავივში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ვარჯიშის შემდეგ, საზოგადებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუს წერდა. საუბარი ჟურნალისტებთან დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, რის გამოც იქვე მყოფმა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაჩულიას…
ქართველი მძიმეწონოსანი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელმაც პარიზში ახლახან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო მედალი მოიპოვა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) 2016 წლის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავედ აღიარა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. ილიას ზუროსმა იმ 12 მოთამაშის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 29 აგვისტოდან ისრაელში სამშობლოს ღირსებას ევრობასკეტზე დაიცავენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის დღეს შეიკრიბება. ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით ირლანდიასთან და ავსტრიასთან შეხვედრებისთვის „ჯვაროსნები“ 26 ფეხბურთელით მოემზადებიან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11