weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სპორტი

FIFA-ს ახალ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ეროვნულ გუნდს ადგილი არ შეუცვლია და კვლავ 112-ე ადგილზე იმყოფება. „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ კორეასა და ტოგოს შორის იმყოფებიან 290 ქულით.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სოლომონ კვერკველიამ, რომელიც რუსეთის ახლახანს დაწყებულ ჩემპიონატს ბრწყინვალედ ატარებს, მე-5 ტურის მატჩში მორიგი გოლი ყაზანის „რუბინს“ გაუტანა და ყოფილ კლუბს გამარჯვება უკანასკნელ წუთზე დააკარგვინა, საკუთარი გუნდი…

საქართველოს ხელბურთის 19-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტური წარმატებით დაასრულა და ალჟირის ამავე ასაკობრივი ნაკრები 28:24 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველომ ქვეჯგუფში დიდი უპირატესობა მოიპოვა.

მადრიდის „რეალმა“ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართული ევროპის სუპერ თასის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ხსენებულ ტიტულს ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეოთხედ დაეუფლა.

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში UEFA-ს სუპერ თასის შეხვედრა გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი ტრიუმფატორი მადრიდის „რეალი“ ევროპა ლიგის გამარჯვებულ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეთამაშება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა პირველი სპეციალისტი, რომლის ფეხბურთელების სახით შენაძენებმა კარიერის განმავლობაში 1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა.

საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია მოსკოვის „ლოკომოტივში“ ივლისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 25 წლის ქართველმა მცველმა კლუბის ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში ყველაზე მეტი 7 428 ხმა (43.9%) მიიღო და პირველობა არავის…

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის ღირსების ორდენი გადასცა.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც გასულ სეზონში „გოლდენ სტეიტ ვორიორზის” რიგებში NBA-ს ჩემპიონი გახდა, თბილისში ჩამოვიდა და დაპირებისამებრ NBA-ის თასი საქართველოში ჩამოიტანა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ზვიად პატარიძე (120 კგ) მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია. ქართველმა მძიმეწონოსანმა მორიგ წარმატებას ფინეთის ქალაქ ტამპერეში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიაღწია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]