weather cur horoscope tv
სექტემბერი 24, 2019

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზა. პირველი ოქრო საქართველოს 17 წლის ნიკა ბაჩიაშვილმა მოუტანა, რომელმაც 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალში რუმინელი ალექსანდრუ მატეი ვაზარით დაამარცხა.

რუსი მოკრივე, 28 წლის მაქსიმ დადაშევი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორთაბრძოლის დროს მიღებული ტრავმის შედეგად დაიღუპა. სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, მოკრივეს „გულმა ვერ გაუძლო“.

ხარაგაულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი, გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა.

საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი, რომელიც 27 აგვისტოს, თბილისში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, რუსეთის რაგბის ფედერაციამ მატჩი საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო გააუქმა.

ბრაზილიის ნაკრებმა სამშობლოში გამართული „კოპა ამერიკას“ გათამაშება მოიგო. ტიტეს გუნდმა ფინალში პერუს ეროვნულ გუნდს 3:1 სძლია და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ტიტულს მეცხრედ დაეუფლა.

ქალებს შორის გამართული მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული აშშ გახდა. ამერიკელებმა ფინალურ შეხვედრაში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს 2:0 სძლიეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს, სულ კი მეოთხედ მოიგეს მსოფლიო…

მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ ბოლოსწინა მატჩი სან პაულოს „არენა კორინთიანსზე“ შედგა, სადაც ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, არგენტინა და ჩილე დაუირისპირდნენ. ამ ტურნირის წინა ორი გათამაშების ფინალისტთა უშეღავათო ბრძოლაში ხშირი იყო უხეშობა, შეხლა-შემოხლა…

რუსეთის რაგბის კლუბმა „სლავამ“ ქართველ მორაგბეებთან - საბა ილურიძესთან და რევაზ ბროძელთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაიფიქრა. როგორც რევაზ ბროძელი სოციალურ ქსელში წერს, ქართული მხარე რუსულ მხარეს ესაუბრა და სიტუაცია გაირკვა.

არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველი მთამსვლელები არიან, რომლებმაც პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი - ნანგა პარბატი დალაშქრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში ჩატარდება, ტოკიოში ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის ქანდაკება დადგეს. ტოჩინოშინს ხელში რაგბის ბურთი უჭირავს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]