weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2022

ეს მხოლოდ პუტინის ომი არაა, რუსების უმრავლესობა მას მხარს უჭერს – კულება

11:34 პარასკევი, 12 აგვისტო 2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ ეთანხმება გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის წინააღმდეგია და ამბობს, რომ უკრაინაში ომი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომია.

„ეს არის რუსეთის და არა მხოლოდ პუტინის ომი. პუტინი არა, მაგრამ რუსი ჯარისკაცები მოდიან რუსეთიდან იმისთვის, რომ მოკლან, აწამონ და გაანადგურონ. რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს ომს, უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებს და უკრაინელების მკვლელობას. მაშინ, დაე, რუსმა ტურისტებმა რუსეთით ისიამოვნონ“, – დაწერა კულებამ Twitter-ზე.

ოლაფ შოლცმა გუშინ განაცხადა, რომ თუ სანქციები მიმართული იქნება ყველას, მათ შორის, „სრულიად უდანაშაულო ადამიანების“ წინააღმდეგაც, ეს უკვე მიღებული სანქციების ეფექტურობას შეასუსტებს.

„ჩვენ განვიხილეთ ძალიან ვრცელი სანქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბევრ კონკრეტულ პიროვნებაზე, ოლიგარქებზე და რუსეთის ყველაზე ძლევამოსილი წრეების მხარდამჭერებზე. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამას. ეს [რუსთის მოქალაქეებისთვის შესვლის აკრძალვა] უფრო შეასუსტებს ამ ზომების ეფექტურობას, თუ ისინი მიმართულია ყველას წინააღმდეგ, მათ შორის სრულიად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ“, – ციტირებს Deutsche Welle ოლაფ შოლცის განცხადებას.

ესტონეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაა, 18 აგვისტოდან ქვეყანაში არ შეუშვებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც ამ ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის მოქმედი ვიზა გააჩნიათ. ეს გადაწყვეტილება ესტონეთის მთავრობამ გუშინ მიიღო. მანამდე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტოს. მისი თქმით, ევროპაში შესვლა პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. იგივე მოქოდებით გამოვიდა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]