საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთ მოზარდ ბიჭს, რომელმაც მას ფამილარულად მიმართა და „მანუ“ დაუძახა, შენიშვნა მისცა და მოუწოდა, მისთვის ოფიციალურად მიემართა.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
მსოფლიოში ცნობილი გლაზგოს ხელოვნების სკოლა ცეცხლის ალში გაეხვა. ხანძარი ადგილობრივი დროით პარასკევ ღამეს, 23:15 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ახლომდებარე შენობებზეც გავრცელდა.
რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო დუმაში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც საპენსიო ასაკის გაზრდას ითვალისწინებს. მამაკაცების საპენსიო ასაკი 60 წლის ნაცვლად 65 წელი იქნება, ხოლო ქალისა - 55 წლის ნაცვლად - 63.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს რუსეთში ძალადობის გარეშე არ ჩაუვლია. რუსმა ქუჩის ხულიგნებმა ორი უცხოელი ფეხბურთის ქომაგი ცემეს. ინგლისელ გულშემატკივარს ქუჩაში თავს დაესხნენ, გაძარცვეს და ცემეს, ფრანგი ლგბტ თემის წარმომადგენელმა ქომაგმა…
ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკა გვატემალაში „ფუეგოს“ შემდეგ მეორე ვულკანმა გაიღვიძა. „პაკაიას“ კრატერიდან ფერფლი ამოიფრქვა და მასიური ღრუბელი წარმოიქმნა, რის გამოც ქვეყანაში „ლა აურორას“ საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, ტამარა პლეტნიოვამ რუს ქალებს მოუწოდა, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს უცხოელებთან ინტიმური კავშირი არ დაამყარონ. ამ საკითხზე მან რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვა“-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოსკაროსან ვარსკვლავ რობერტ დე ნიროს დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი უწოდა. ეს განცხადება ტრამპმა აღიარებული მსახიობის მიერ „ტონის“ დაჯილდოებაზე წარმოთქმული უცენზურო სიტყვების პასუხად გააკეთა.
მაკედონიასა და საბერძნეთს შორის იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის სახელწოდებასთან დაკავშირებით 27-წლიანი დავა დასრულდა. 12 ივნისს მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ ათენი და სკოპიე შეთანხმდნენ სახელწოდებაზე „ჩრდილოეთ მაკედონია“ (Северна Македониjа).
სინგაპურში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. სამიტის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლება იყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11