weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

მსოფლიო

სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა გვატემალაში ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად. „ბი ბი სის“ ცნობით, დედაქალაქის აეროპორტი დაკეტილია. სტიქიის ზონიდან 3 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. 

ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, ებრაელმა ჯარისკაცებმა მოკლეს პალესტინელი მამაკაცი, რომელიც პალესტინის ქალაქ ჰებრონში ცდილობდა, ბულდოზერით შევარდნილიყო ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების ჯგუფში.

დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვას კრძალავს. კანონი ძალაში 1-ლი აგვისტოდან შევა.

ინდონეზიელი დიზაინერი ანიეზა ჰასიბუანი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ ნიუ იორკის მოდის კვირეულზე მოდელებს ჰიჯაბი დააფარა, სასამართლომ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პოლიციის მიერ დაკავებისა და 1 მილიარდი დოლარის გირაოთი გათავისუფლებიდან 5 დღის შემდეგ, ჰარვი ვაინშტაინის საქმეს მანჰეტენის სასამართლო სწავლობს. ამ დროისთვის პროცესი გაუპატიურების ორი ბრალდებისა (პირველი და მესამე ხარისხის) და კიდევ…

რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომლის მკვლელობის შესახებ უკრაინული პოლიცია იუწყებოდა, ცოცხალია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტის მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა შეუკვეთეს, თუმცა ბაბჩენკო თავდასხმას გადაურჩა.

29 მაისს, უკრაინის დედაქალაქში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს ცნობილი რუსი სამხედრო ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით იყო ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მას ზურგში სამი ტყია ესროლეს. დაჭრილი ჟურნალისტი…

საფრანგეთში ბოლო ათ წელში მწეველთა რაოდენობის რეკორდული შემცირება დაფიქსირდა - ერთ წელიწადში თამბაქოს მოხმარებას მილიონმა ადამიანმა დაანება თავი. თუ 2016 წელს, საფრანგეთში სიგარეტს ყოველდღიურად 13.2 მილიონი ადამიანი ეწეოდა, კვლევამ აჩვენა,…

რუსი მილიარდერი, ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ვიზის გახანგრძლივება გაუჭიანურეს, ისრაელის მოქალაქე გახდა.

არალეგალი მალელი მიგრანტი მამუდუ გასამა, რომელმაც პარიზში 4 წლის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობას მიიღებს და მაშველად დაიწყებს მუშაობას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]