weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მსოფლიო

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ტაილანდში, ნახევრად დატბორილ გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად მინი წყალქვეშა ნავი გამოსცადა. მასკმა ვიდეო Twitter-ზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ გამოცდა ლოს ანჯელესში, ერთ-ერთ აუზში მიმდინარეობს.

იაპონიის დასავლეთ ნაწილში, ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

თურქეთში, თექირდაღის პროვინციაში სამგზავრო მატარებლის ექვსი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 73 კი დაშავდა.

ტაილანდის დატბორილი გამოქვაბულიდან უკვე გამოიყვანეს ოთხი ბავშვი, რომლებმაც თანაგუნდელებთან და 25 წლის მწვრთნელთან ერთად იქ ორი კვირა გაატარეს. სამაშველო სამუშაოები საფეხბურთო გუნდის დანარჩენი რვა წევრისა და მწვრთნელის გადასარჩენად გრძელდება.

თურქეთში სახელმწიფო სამსახურებიდან - სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებიდან 18 ათასზე მეტი მოხელე გაათავისუფლეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გათავისუფლებული მოხელეების სავარაუდო კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან ან საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას.

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მესამე ადგილზე გავიდა. Bloomberg-ის მონაცემებით, ცუკერბერგზე წინ არიან ამაზონის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი და კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი.

პოპულარული კანადელი ვიდეობლოგერები რაიკერ გემბელი, ალექსეი ლიახი და მეგან სკრეპერი კანადაში, ერთ-ერთი ჩანჩქერიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპნენ. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ისინი პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში ჩანჩქერ შენონ ფოლსის თავზე ბანაობდნენ, რა დროსაც ფეხი…

რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდგარ კრეისერ „ავრორაზე“ მართლმადიდებლური ტაძარი აღადგინეს. ეკლესიაში ღვთისმსახურება რელიგიურ დღესასწაულებსა და უქმე დღეებში ჩატარდება.

იაპონიაში ექსტრემისტული სექტა „აუმ შინრიკიოს“ იგივე „ალეფის“ დამფუძნებლის, შოკო ასაჰარასა და სექტის კიდევ სამი წევრისთვის 14 წლის წინ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღასრულეს. ისინი ბრალდებულნი იყვნენ 1995 წელს, ტოკიოს მეტროში მომწავლელ…

მიგრანტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში გერმანია საკუთარი ნებით დაახლოებით 12 ათასმა თავშესაფრის მაძიებელმა დატოვა. Deutsche Welle ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდონობით წერს, რომ პროგრამით ძირითადად ავღანეთის, ერაყისა და რუსეთის მოქალაქეებმა ისარგებლეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]