weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის სისტემა აღდგენილია, თუმცა ვითარება კრიტიკულად მძიმეა. ამ საკითხზე არესტოვიჩმა გვიან ღამით, მარკ ფეიგინთან ინტერვიუში ისაუბრა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა „სისულელე“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 9 მაისს ვლადიმერ პუტინი უკრაინას ომს გამოუცხადებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი წარმოადგინა. როგორც მან განაცხადა, ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში ამატებს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებსა და სამხედროებს, რომლებმაც ბუჩაში…

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილთან კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა. იტალიურ გაზეთთან ინტერვიუში კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა თქვა, რომ კირილს 40 წუთის განმავლობაში ელაპარაკა, საიდანაც 20 წუთი რუსეთის პატრიარქმა უკრაინაში…

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატზე შტურმი განაახლეს. ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, შტურმამდე რუსულმა ავიაციამ კომბინატი დაბომბა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა დღეს კრემლის ტერიტორიაზე მდებარე მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში იქადაგა, რა დროსაც განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ხელისუფლება „კიევის ნეონაცისტური რეჟიმის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და „ანტიისტორიული“ უწოდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება „ებრაელების ანტისემიტიზმის“ შესახებ. როგორც ბენეტმა განაცხადა, ლავროვის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღეს როგორც იქნა მოვახერხეთ „აზოვსტალიდან“ ხალხის ევაკუაცია – მრავალკვირიანი მოლაპარაკებების, მრავალი მცდელობის, სხვადასხვა შეხვედრების, მოწოდებების, ქვეყნების მონაწილეობისა და წინადადებების შემდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 მაისს, დღის ბოლოს…

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებების პროცესში დენაციფიკაციის, რუსული ენის სტატუსის და სანქციების მოხსნის საკითხებიც…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]