საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინაში ჩავიდა და კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფი ყველა უცხოელი დაქირავებული მებრძოლი „დენაციფიკაციას დაექვემდებარება“, თუ რუსეთის ჯარებს არ ჩაბარდებიან და ცოცხლები დარჩებიან.
უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ რუსების მიერ ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლიდან მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობაა – იქ 500-ზე მეტი დაჭრილი…
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რომ ჰქონდეს წვდომა ყველა იმ შეიარაღებაზე, რომელსაც საჭიროებს და რომელიც დასავლელ პარტნიორებს აქვთ, ომი უკვე დასრულებული იქნებოდა.
უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას კიდევ ერთ თვით აპირებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში - უმაღლეს რადაში უკვე წარადგინა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის ახალ ეტაპს იწყებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთის სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაცია გააჭიანურონ.
უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარზე მუშაობა დაასრულა. შევსებული დოკუმენტი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ევროკავშირის ელჩს, მატი მაასიკასს 18 აპრილს გადასცა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის თქმით, უკვე თავადაც ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები დროის ფუჭად კარგვაა. ამის შესახებ მან იტალიურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, 24 თებერვლის დილის 4 საათიდან 14 აპრილის ჩათვლით, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 1982 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული, 2651 კი დაჭრილია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11