weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო წარუმატებლობების ფონზე, კრემლის ტელევიზიები, ინტერნეტ გამოცემები და ბოტები ახალი საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ მითითებებს იღებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ლენდ-ლიზის შესახებ კანონს, რომელიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პროცედურას გაამარტივებს. თეთრი სახლის განცხადებით, კანონი აშშ-ის საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმებისგან…

უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარის მეორე ნაწილი შეავსო და ის ევროკავშირის ელჩს, მატი მაასიკასს გადაეცემა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ვიდეოზარის…

პოლონეთში რუსეთის ფედერაციის ელჩს, სერგეი ანდრეევს ვარშავაში, საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაოზე თავს დაესხნენ. პოლონური მედიის ინფორმაციით, ელჩს წითელი საღებავი უკრაინაში ომის დასაგმობად მისულმა ადამიანებმა შეასხეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე გამოსვლა ძირითადად უკრაინაში შეჭრის გამართლებას დაუთმო.

„ნაციზმზე გამარჯვების დღეს, ჩვენ ახალი გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ეს გზა რთულია, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. რა არის ჩვენი უპირატესობა მტერთან მიმართებაში? ჩვენ ერთი წიგნით უფრო ჭკვიანები ვართ. ეს წიგნი…

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესის დასრულების შესახებ განაცხადა.

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა ბერლინის მთავრობას მოუწოდა, გააუქმოს 8 და 9 მაისს უკრაინის დროშის საჯაროდ ტარებაზე დაწესებული აკრძალვა. უკრაინელმა დიპლომატმა გადაწყვეტილებას „უზარმაზარი სკანდალი“ და „უკრაინელებისთვის სილის გაწვნა“ უწოდა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ყველაზე თანამედროვე რუსული ტანკი Т-90M გაანადგურეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ფაქტი დღეს დაადასტურა. განადგურებული T-90M-ის ამსახველი ვიდეო Telegram-შიც გავრცელდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობილი ხაკისფერი ქურთუკი ლონდონში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აუქციონზე, 90 000 ფუნტად (დაახლოებით 337 000 ლარი) გაიყიდა. მას ზელენსკის მიერ გაკეთებული ხელმოწერა და წარწერა Слава Україні ჰქონდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]