საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთი მარიუპოლში უკრაინელებს გაანადგურებს, ჩაატარებს ფსევდორეფერენდუმს ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის თუ სხვა რესპუბლიკების შესაქმნელად, უკრაინა მოლაპარაკებების პროცესიდან გავა.
უკრაინის შემდეგ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მოლდოვამაც შეავსო. დღეს, 22 აპრილს, ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიტამ დოკუმენტი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, იანის მაზეიკსს გადასცეს.
რუსეთის არმია, უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის მეორე ფაზის ფარგლებში, დონბასსა და „სამხრეთ უკრაინაზე“ სრული კონტროლის დამყარებას გეგმავს, რაც ყირიმამდე სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფას ნიშნავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ცენტრალური სამხედრო ოლქის…
„აზოვის“ პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეთაურის, გიორგი ქუფარაშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლების გუშინდელი განცხადება, რომ მარიუპოლი აიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ქუფარაშვილმა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არსებული ვითარება ახსნა.
ლატვიის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ – სეიმმა დღეს ბოლო მოსმენით მიიღო „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება უკრაინაში ომის დანაშაულების მხარდამჭერს ლატვიის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ახალი კანონი იმ მოქალაქეებზე ვრცელდება,…
უკრაინის ხელისუფლება რუსეთისგან ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირებისა და დაჭრილების გამოყვანის მიზნით, ჰუმანიტარული დერეფნის დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვს. როგორც ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი სამოქალაქო პირი და 500 დაჭრილი…
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაზე შტურმის გაუქმების და მისი ბლოკირების ბრძანება გასცა. პუტინმა ეს დავალება დღეს, 21 აპრილს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოუგუს მისცა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკება, სავარაუდოდ წარუმატებლობისთვის არის განწირული. ბორის ჯონსონმა პუტინთან მოლაპარაკებები ნიანგთან საქმის ქონას შეადარა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის, ალექსანდრ მოტუზიანიკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ახლა ოპერატიულ ალყაშია, მუდმივი დაბომბვების შედეგად განადგურებულია, მაგრამ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინის დამცველები მას ინარჩუნებენ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვერცერთი მიმართულებით ვერ შეძლეს გარღვევის გაკეთება და დიდ დანაკარგებს განიცდიან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11