საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და ის ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავზე თავდასხმას ამზადებდა.
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მთავრობის წევრებად სამი ქალი დანიშნა. მეორე ვადით არჩეულმა როუჰანიმ ეს გადაწყვეტილება მწვავე კრიტიკის გამო მიიღო, რაც მან ერთი დღით ადრე, მხოლოდ კაცებით დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობის წარდგენის…
კომპანია „გუგლმა“ უფროსი პროგრამისტი ჯეიმს დეიმორი სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპანიიდან გაშვების მიზეზი დეიმორის მოსაზრება გახდა, რომ ბიოლოგიურად მამაკაცები ტექნიკური საქმის გასაკეთებლად უფრო უნარიანები არიან, ვიდრე - ქალები.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სარი პულის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობა ორგანიზაცია თალიბანმა ნაწილობრივ აიღო.
კრემლმა გაავრცელდა ფოტოები, რომლებიც ციმბირის ტბაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტნის სამდღიან თევზაობასა და დასვენებას ასახავენ. პუტინთან ერთად შვებულებაში იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც.
აშშ-ის ინფორმაციით, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 2000 მებრძოლი კვლავ განაგრძობს ბრძოლას სირიის ალყაშემორტყმულ ქალაქ რაქაში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთში ექსტრემისტების ბოლო დასაყრდენს წარმომადგენს.
წამყვანი ამერიკული ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“ (NBC) თანახმად, პენტაგონმა შეიმუშავა რეკომენდაცია, რომლითაც თეთრ სახლს სთავაზობს გამანადგურებელი იარაღი გადასცეს უკრაინას, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის რუსეთი და მისგან მხარდაჭერილი სეპარატისტები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, პოლონეთში ჩავიდა და გუშინ, ვარშავის აჯანყების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათის“ გაცემის წესის შეცვლას გეგმავს. მან ორ სენატორთან ერთად კანონპროექტი სახელწოდებით RAISE შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებს „მწვანე ბარათის“ გათამაშების გაუქმებას, რომელის წყალობითაც აშშ-ში წელიწადში…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11