საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ესპანელმა სამართალდამცავებმა ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა, რომელსაც 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაგეგმილი ტერაქტებიდან ერთ-ერთი იყო.
ინდოეთში 10 წლის გოგონამ, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლია და სასამართლომ აბორტის გაკეთების ნებართვა არ მისცა, 17 აგვისტოს ბავშვი გააჩინა. ახალშობილი 35-ე კვირის თავზე საკეისრო კვეთით დაიბადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ესპანეთში, ქალაქ ბარსელონას ცენტრში სატვირთო მიკროავტობუსი ხალხში შევარდა. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. პოლიცია ტერორისტული თავდასხმის ვერსიას განიხილავს.
ირანი ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანს შეუძლია რამდენიმე საათში გავიდეს შეთანხმებიდან იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების გაფართოებას გააგრძელებს.
უესტმინსტერის სასახლის ყველაზე დიდი ზარი ბიგ-ბენი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აღარ დარეკავს. მიზეზი საათის კოშკზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოებია, რომელიც 21 აგვისტოდან დაიწყება.
იტალიელ მილიონერს, 50 წლის ჯანლუკა ვაკის, რომელიც პოპულარული ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ცეკვების წყალობით გახდა და 11 მილიონი გამომწერი მოაგროვა, შესაძლოა დიდი პრობლემები შეექმნას. მას 10.5 მილიონი ევროს ოდენობით ვალი დაუგროვდა.
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, ისრაელის ქალაქ ჰაიფაში მცხოვრები ისრაელ კრისტალი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჰოლოკოსტს გადარჩენილი გინესის რეკორდსმენი მამაკაცი ერთ თვეში 114 წლის გახდებოდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, იგი ხუთშაბათს…
ეგვიპტიდან გავრცელებული ცნობებით, ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში გადაყვანილია 120-ზე მეტი დაშავებული.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო გადაწყვეტილებები მიღებულია და სრული მზადყოფნაა იმ შემთხვევისთვის, თუ ჩრდილოეთ კორეა უგუნურად მოიქცევა. "ტვიტერით" გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის…
საფრანგეთის პოლიციის მიერ დაკავებული 36 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზის გარეუბანში პოლიციის სპეცრაზმელებზე თავდასხმაში, ეროვნებით ალჟირელი, სახელად ჰამუ ბაშირ ბენლატრეში აღმოჩნდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11