საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კიევის ოლქის ქალაქ ირპენში ამერიკელი ჟურნალისტი, 51 წლის ბრენტ რენო მოკლეს. მას თან The New York Times-ის ჟურნალისტის მოწმობა ჰქონდა. გარდა ამისა, დაჭრეს რენოსთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი.
რუსეთმა ომის დაწყების წინ უკრაინაში 90-ზე მეტი ბატალიონი შეიყვანა, მათგან 15 თითქმის მთლიანადაა განადგურებული, 20-ზე კი ქმედუუნაროა. ამის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით გააფრთხილა, რომ უცხოური იარაღის გადამტანი კოლონები შესაძლოა რუსი სამხედროების სამიზნე გახდნენ.
რუსეთის სახმელეთო ძალების დიდი ნაწილი ამჟამად უკრაინის დედაქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია თავმოყრილი. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სანქციები რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის უახლოესი ნათესავების წინააღმდეგაც დააწესა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალების Russia Today-ის მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების გამო დაწესებული სანქციები რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსის ომში ჩათრევას შეეცდება. რეზნიკოვმა დღეს მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა და პროვოკაციის შესახებ გააფრთხილა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 2.5 მილიონმა ადამიანმა დატოვა, დაახლოებით 2 მილიონი კი იძულებით არის გადაადგილებული უკრაინის შიგნით.
რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას დათანხმდა. 5 მარტს პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ეს საჭირო არ გახდებოდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11