weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მსოფლიო

ამერიკული ყავის მაღაზიათა ქსელი Starbucks რუსეთში მუშაობას დროებით აჩერებს და ყველა მაღაზიას დახურავს, ასევე შეაჩერებს თავისი ნედლეულის შეტანას რუსულ ბაზარზე. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს. 

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთიდან ნავთობის, თხევადი ბუნებრივი აირის და ქვანახშირის იმპორტს კრძალავს. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წაართმევს იმ ეკონომიკურ რესურსებს, რომელსაც უკრაინაში…

ადამიანები, რომლებიც გაურკვევლობასა და შიშს ებრძვიან და ამ სასტიკ ომში სიმამაცის მაგალითებს ქმნიან - ამ ადამიანებზე მოგვითხრობს გავლენიანი ამერიკული გამოცემების ფოტორეპორტაჟები.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ე.წ. დენაციფიკაცია, რაზეც ვლადიმერ პუტინი საუბრობს, ნაციზმია და უკრაინელი ერის განადგურებას ნიშნავს. ამის შესახებ ზელენსკიმ ABC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, პიტერ ფრანკმა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel წერს.

რუსეთის ხელისუფლების მიერ გაუქმებული რადიო „ეხო მოსკვის“ სიხშირეზე კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების Sputnik-ის რადიო იმაუწყებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახემწიფო ტელეარხი Russia Today (RT) ავრცელებს.

რუსული ავიაციის მიერ უკრაინის ქალაქ სუმში საცხოვრებელი სახლების დაბომბვის შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთა შორის 2 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ გაავრცელა. 

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის მყისიერად შეწყვიტოს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, თუ კიევი კრემლის მოთხოვნებს შეასრულებს.

უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი ერთმანეთს თურქეთში შეხვდებიან. როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, ამის შესაძლებლობა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის დაწყებამდე იქნება.

რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სია, რომლებმაც რუსეთის, რუსული კომპანიებისა და მოქალაქეების მიმართ „არამეგობრული ქმედებები“ ჩაიდინეს. ეს პასუხია უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]