საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 170-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ინციდენტი ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
ვენესუელის პოლიციამ დააკავა სამი რუსი და კიდევ 14 უცხოელი, რომლებსაც 150 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდათ. ნარკოტიკული ნივთიერება გემის ჩხრეკის დროს იპოვეს.
საუდის არაბეთმა მიმდინარე თვეს დაკარგული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა. სახელმწიფო მედიის თანახმად, რომელიც ქვეყნის გენერალური პროკურორის განცხადებას ეფუძნება, ხაშოგის სიკვდილი ხელჩართულ დაპირისპირებას მოჰყვა. მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთში 18 ადამიანი…
ისრაელის ქალაქ ჰაიფის სიახლოვეს არქეოლოგებმა სავარაუდოდ მსოფლიოში უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს. 13 700 წლის წინ შესაძლოა, იქ ალკოჰოლურ სასმელებს ამზადებდნენ. აღმოჩენა აქამდე ცნობილ უძველეს ლუდსახარშზე რამდენიმე ათასი წლით ძველია.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში მდებარე პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანი შეეწირა, ორმოცამდე კი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა მოზარდია.
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაკარგულად მიიჩნევა.
ავღანეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში თალიბების მიერ მოწყობილი ორი თავდასხმის შედეგად ათობით ავღანელი სამართალდამცავი და ჯარისკაცი დაიღუპა. მოკლულთა შორისაა სამანგანის პროვინციის პოლიციის უფროსის მოადგილე.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად სომალიში ექსტრემისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ 60 წევრის ლიკვიდაცია მოხდა. ავიაიერიშების სერია აღმოსავლეთ აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა.
კანადაში მარიხუანას რეკრეაციული, ანუ სიამოვნების მიღების მიზნით გამოყენება ლეგალური გახდა. 17 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა მაღაზიები, სადაც მარიხუანას შეძენა იქნება შესაძლებელი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11