საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
უნგრეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც უსახლკაროებს ქუჩაში ღამით დაძინებას უკრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, პოლიციას ეძლევა უფლება, გააძევოს უსახლკარო ქუჩიდან ან ძალის გამოყენებით გადაიყვანოს ის თავშესაფარში. 90-დღიან პერიოდში რეგულაციის სამჯერ დარღვევის შემთხვევაში…
ამერიკელი მილიარდერი და ფილანთროპი პოლ ალენი 65 წლის ასაკში, ონკოლოგიური დაავადების გართულების შედეგად გარდაიცვალა.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
დაჯგუფება თალიბანის მებრძოლებმა დასავლეთ ავღანეთში, ფარაჰის პროვინციაში, ორ საგუშაგოზე თავდასხმა განახორციელეს, რა დროსაც 17 ავღანელი სამხედრო მოკლეს, 11 კი გაიტაცეს. იერიშის დროს დაიჭრა ავღანეთის არმიის ოთხი ჯარისკაცი.
თურქეთში სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა სატვირთო ავტომანქანის სარწყავ არხში გადავარდნის შედეგად. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, სატვირთოს არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.
უკრაინა აცხადებს, რომ მისი ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის რეგიონში, სადაც სამთავრობო ჯარები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს 2014 წლიდან ებრძვიან.
ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან სტარტის დროს რუსული რაკეტის, Союз 10-ის ბორტზე ავარია მოხდა. ეკიპაჟის წევრები, რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეიგი გადარჩნენ და სპეციალური კაფსულით ყაზახეთის ტერიტორიაზე…
კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) საპატრიარქოს წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურს - პატრიარქ ფილარეტს მოსკოვის მიერ გამოცხადებული ანათემა მოხსნა. ფილარეტის გარდა, ანათემა ასევე მოეხსნა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის.
ნიუ იორკის მაცხოვრებლებმა მიიღეს უფლება, პირად დოკუმენტებში მამრობითისა და მდედრობითის გარდა აღნიშნონ მესამე სქესი. შესაბამის კანონპროექტს ხელი მეგაპოლისის მერმა ბილ დე ბლაზიომ მოაწერა.
ესპანეთის კუთვნილ კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობას რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე სტიქიის გამო დაშავდა სამი ადამიანი, 200-მდე ადამიანს კი სახლების დატოვება მოუწია. ცხრა პირი დაკარგულად ითვლება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11