საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სომხეთის დედაქალაქში 10 ნოემბერს მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში თურქეთი, რუსეთთან ერთად, ზავის შესრულებას გააკონტროლებს, რისთვისაც აზერბაიჯანში სპეციალური ცენტრი შეიქმნება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ერა იწყება.
კრემლმა ყარაბაღის საკითხზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი განცხადების ტექსტი გამოაქვეყნა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ამის აუცილებლობაში ჯარმა დაარწმუნა. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ ხელისუფლებას მოუწოდა, ამომწურავი განმარტება გააკეთოს იმის შესახებ, თუ რატომ დათანხმდა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანთან და რუსეთთან ერთად ერთობლივი განცხადების ხელმოწერას.
გასულ ღამეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუსეთის შუამდგომლობით, ხელი მოაწერს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებამ მისი თანამემამულეების პროტესტი გამოიწვია. სომხეთის მოქალაქეები…
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 10 ნოემბერს, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს, სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი - შუშა აიღო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა აკოფიანი აცხადებს, რომ სხვა 12 ქალთან ერთად, სამხედრო წვრთნებს გაივლის და რამდენიმე დღეში სამშობლოს დასაცავად წავა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11