საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჯაბრაილის რაიონის კიდევ სამ სოფელზე - შიხალი აღალზე, სარიჯალსა და მაზრაზე, ასევე, სტრატეგიულ სიმაღლეებზე.
აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის სამხედრო დაპირისპირების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვითარების გამწვავებისთანავე, საქართველომ თავის ტერიტორიაზე სომხეთისა და…
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიკ არუთუნიანი ითხოვს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელი პოლკი „მარტუნი“ გაანადგურა, რომელიც ხოჯავენდის რაიონის ტერიტორიაზე იყო განლაგებული.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მეორე დღეა გრძელდება. დღეს სომხეთმა თურქეთი აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და ამ ფორმით კონფლიქტში ჩარევაში დაადანაშაულა, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ უარყო.
„მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დაახლოებით 30 წელია ვერ ბრუნდებიან მშობლიურ მიწაზე, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ დაგაბრუნოთ“, – განაცხადა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით განცხაებას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა.
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვის შემდეგ, სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს გავლით სომხეთში იარაღის შეტანა არ დაუშვა. ამ საკითხზე ალიევმა ისაუბრა რამდენიმე მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ჩეჩნეთის მეცნიერების აკადემიის არქეოლოგებმა, მეჩეთის ნანგრევებში, შუა საუკუნეების ქართული დამწერლობის იშვიათი ძეგლი იპოვეს. დიდი ზომის ქვაზე ასომთავრულით დაწერილი ტექსტი ჩანს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11