weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

კავკასია

აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს მთავრობის შუამავლობით, შეთანმხებას მიაღწიეს: აზერბაიჯანმა 15 ტყვე გაათავისუფლა, ხოლო სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი რაიონის გარშემო დანაღმული მინდვრების რუკები გადასცა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სომეხი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ საკუთარი ვაჟის გადაცემას სთავაზობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება, სადაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს შევხდა.

ლატვიამ ოსმალეთის იმპერიაში, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი აღიარა. შესაბამისი დეკლარაცია ქვეყნის სეიმმა (პარლამენტმა) 6 მაისს მიიღო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღეს ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე…

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა, რაც 20 ივნისისთვის დაგეგმილ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. პრემიერ-მინისტრთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრებიც გადადგნენ, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებამდე ისინი მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში „ომის ნადავლის პარკი“ გახსნა. პარკში წარმოდგენილია სომხეთის არმიის სამხედრო ტექნიკა, რომელიც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბღში ომის დროს მოიპოვეს.

თბილისის ცენტრიდან 2017 წელს გატაცებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა და მის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა. როგორც მუხთარლიმ განაცხადა, თბილისში 10-15 დღის…

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა დაადასტურა.  

სომხეთში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადაწყდა. არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნისს არის დანიშნული. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]