weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება - ლაშა ბუღაძე

10:40 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018

„ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით არის სავსე. მე ამ დღეების განმავლობაში ვუყურებ ადამიანებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც კეკლუცობენ ხოლმე ქართველი პოეტების პლაკატებთან ერთად მაშინ, როდესაც იგივე ქართულმა ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ზვიად რატიანის, თანამედროვეობის დიდი ქართველი პოეტის ბედზე, - განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ ფრანკფურტში, ლიტერატურული პრემია საბას დაჯილდოებაზე.

ლაშა ბუღაძემ ლიტერატურული პრემია ნომინაციაში „საუკეთესო რომანი“ ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანისთვის „პატარა ქვეყანა“ მიიღო. „საბას“ დაჯილდოების პარალელურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იმართება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

„დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნებს კითხულობენ, დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნების პრეზენტაციები ხდება, მაგრამ ზვიად რატიანს მოუხდა საქართველოდან წასვლა, ვინაიდან არანაირი რეაქცია, სამართლებრივი რეაქცია არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ეს ეხებათ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ეხლაც კი კეკლუცობენ პოეტებთან და აგერ იდგა ზურაბ რთველიაშვილი, რომელსაც ასევე დიდი პრობლემები შეექმნა რამდენიმე წლის წინ წინა ხელისუფლების მიერ. ასე რომ, ქართველი მწერალი ყოველთვის, მიუხედავად ყველაფრისა, თავის სიტყვას იტყვის, თავის სიმართლეს გაიტანს. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება“, - თქვა ლაშა ბუღაძემ.

პოეტი ზვიად რატიანი გასული წლის დეკემბერში, თბილისში წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. რატიანი ირწმუნებოდა, რომ ის ქურთუკის ფერის გამო დააკავეს და პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად სცნო და ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა. თვეების განმავლობაში ზვიად რატიანი მის დაზარალებულად ცნობას და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებას ითხოვდა. საქმეზე გამოძიება 10 თვეზე მეტია გრძელდება. ამ დრომდე არცერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]