წელს აკადემიის წევრები ასევე გახდნენ ლედი გაგა, ადელი, ქრისტოფერ მილერი, ფილ ლორდი, კლერ ფოი, ტომ ჰოლანდი, გემა ჩანი და სხვები.
კინოაკადემიას უკვე ჰყავს ორი ქართველი წევრი - რეჟისორები ზაზა ურუშაძე და ნანა ჯორჯაძე.
რამდენიმე თვის წინ გიორგი შველიძემ, რომელიც ფილმ „ნამეს“ ოპერატორია, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების (ASC Awards) ჯილდო მიიღო. მას Spotlight Award გადაეცა.