weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე“ საქართველოს კონოთეატრებში 22 თებერვლიდან გავა

12:15 შაბათი, 17 თებერვალი 2018

რეჟისორ მარიამ ხაჭვანის 10-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი დედე  საქართველოს კონოთეატრებში 22 თებერვლიდან გავა. მელოდრამაში, რომელიც სვანურ ყოფას და მკაცრ ტრადიციებს აღწერს, დიალოგების ძირითადი ნაწილი სვანურ ენაზეა.

„სვანური ენა იკარგება. შეიძლება რამდენიმე წელიწადში საერთოდ არ იცოდეს ახალმა თაობამ. ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს და გადავწყვიტე, სვანურ ენაზე გადამეღო რაიმე კარგი სვანური ისტორია. ძალიან მინდოდა, სვანეთში ცხოვრება თავისი პლუსებითა და მინუსებით წარმომეჩინა. მართალია, ძალიან მძიმე ტრადიციები იყო, მძიმე გარემოა, ბევრი წინაღობაა იმისთვის, რომ სვანეთში იცხოვრო, მაგრამ ეს კუთხე იმდენად ლამაზია, ისეთი სამოთხეა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს“, - აღნიშნა მარიამ ხაჭვანმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

რეჟისორ მარიამ ხაჭვანს სვანეთთან მჭიდრო კავშირი აქვს. იგი სოფელ უშგულშია დაბადებული,  „დედე“ კი მისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.

ფილმის გადაღებები სვანეთში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი და გიორგი ბაბლუანი ასრულებენ.

ფილმის საერთაშორისო პრემიერა უკვე შედგა. დეკემბერში ის პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში აჩვენეს, რასაც წინ უსწრებდა გამარჯვება აზიურ ოსკარად წოდებულ დაჯილდოებაზე, იქამდე კი ფილმი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში - East of the West, ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]