ეროვნული კინოცენტრის ცნობით, 10 ჯილდოდან ქართულ ფილმებს კიდევ სამი მთავარი პრიზი გადაეცათ: Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა; Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო; Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის „დედე“.
დაჯილდოვების ცერემონიას 250 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს.
„საშიშ დედას“, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის - „ოქროს ლეოპარდი" ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან-პრი და Asia Pacific Screen Awards-ზე მოპოვებული 2 აზიური ოსკარი. ამასთან, „საშიში დედა“ საქართველოს რჩეული ფილმი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში წარსადგენად.