საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შვედი დი-ჯეი და პროდიუსერი ტიმ ბერგლინგი, იგივი Avicii 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, Avicii ომანის დედაქალაქ მასკატში დღეს ნახეს გარდაცვლილი.
9-10 ივნისს თბილისის ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი „უკან მომავალში: 1918“ გაიმართება. ჰაკათონში მონაწილეობა მონაცემებით დაინტერესებულ ადამიანებს, დიზაინერებს, პროგრამისტებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, ისტორიის მკვლევარებსა და ჟურნალისტებს შეეძლებათ.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ინიციატივით, საქართველოს ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი და ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ეწვევიან. მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს ჩამოვა და მკითხველთან შეხვედრას თბილისში,…
რეჟისორ ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევრის პრიზებს კიდევ სამი საერთაშორისო ჯილდო შეემატა. ფილმი „საშიში დედა“ ერთდროულად სამ საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.
ისტორიაში პირველად კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე პროგრამაში - Shoot The Book (გადაიღე წიგნი), 10 ფინალისტს შორის ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის რომანი მოხვდა. პროგრამაში ევროპის მასშტაბით 300-მდე წიგნი მონაწილეობდა.
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნა. ცენტრს ცნობილი პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის სახელი მიენიჭა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის პალეოლითის ხანის საქართველოს შესწავლაში.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ბერძნული მეტალ-ბენდი Rotting Christ („ხრწნადი ქრისტე“) აცხადებს, რომ მათი ორი სოლისტი - საკის ტოლისი და თემის ტოლისი 12 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა დააკავეს და 12 საათის განმავლობაში საკანში ჰყავდათ…
აღიარებული ჩეხი სცენარისტი და რეჟისორი, ორი ოსკარის მფლობელი მილოშ ფორმანი 81 წლის ასაკში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ უორენში არსებულ საკუთარ სახლთან ახლოს მდებარე დანბერის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯინო“ ინდოეთის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა. იგი ფესტივალის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად აღიარეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11