საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
30 აპრილს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება. UNESCO-ს ეგიდით ჯაზის მსოფლიო დღის აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ 17 აპრილს გამოსცა.
2018 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ოქროს მომპოვებელ კომპანია RMG-სთან ერთად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. სააგენტომ ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც, მათი თქმით, რეაბილიტაციის კონცეფციას ასახავს.
1983 წლის შემდეგ პირველად, შვედური მუსიკალური კვარტეტი ABBA ორ ახალ სიმღერას გამოუშვებს. ინფორმაცია პოპ-ჯგუფმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ABBA-ს წევრები შესაძლოა ასაკში არიან, მაგრამ სიმღერები ახალია.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული პროზის კლასიკად მიჩნეული ნაწარმოების, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალის“ გამოცემის საკითხზე გამომცემლობა Dörlemann Verlag თანამშრომლობს. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე რახელ გრაცფელდმა იმუშავა.
26-29 აპრილს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი სახელწოდებით „უკრაინა ფოკუსში“ ჩატარდება. თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება და სეანსებზე დასწრება ყველა სტუმრისთვის უფასოა.
პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ლონდონი 1-8 მაისს ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი იაპონიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ პროფესიონალ სუმოისტებს, ლევან გორგაძესა (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) შეხვდნენ…
პეკინის კინოფესტივალზე, ფილმში „საშიში დედა“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ნატა მურვანიძემ მიიღო. მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად პრესტიჟული ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორს, ანა ურუშაძეს…
ამერიკელი მსახიობი ვერნ ტროიერი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში, ტროიერი ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში მოათავსეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11