საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თელავის მუნიციპალიტეტში, შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო. კვლევა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ხორციელდება და მას ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG აფინანსებს. სამეცნიერო მისიას…
ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ გენი“ წელს აჭარიდან, ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. 22 ივნისს, ადგილობრივი შემსრულებელის მონაწილეობით კონცერტი სოფელ მახუნცეთში გაიმართება.
ქართული ჯგუფი „მგზავრები“ რუსეთში კონცერტებს გამართავს. საკონცერტო ტურნეს ფარგლებში „მგზავრები“ 14-დან 27 აპრილის ჩათვლით გამოვლენ მოსკოვში, კრასნოიარსკში, ნოვოსიბირსკში, ომსკში, ტიუმენში, ყაზანში, სამარასა და სარატოვში.
კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრამ“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა, დავით გარეჯის კომპლექსი 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტად დაასახელა.
საქართველო ლაიპციგის წიგნის ბაზრობაზე წინა წლებთან შედარებით უფრო მასშტაბური ეროვნული სტენდით წარდგება, რისი მიზეზიც განსაკუთრებული სტატუსია - საქართველო საპატიო სტუმრის რანგში მიიღებს მონაწილეობას.
ბიზნესმენ ლევან ვასაძის ლექსების კრებული ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ მონაწილეობს. ვასაძის ლექსები 2018 წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაშია წარდგენილი.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯაზბენდი „ირაო“ სიმღერით „შენი გულისთვის“ წარადგენს. საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა უკვე შედგა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, N16-ში მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო განადგურებულია. ეს პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული, საქართველოში შემორჩენილი ერთადერთი კედლის მხატვრობა…
მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და მისი ღირებულება 8,5 მლნ ლარს აჭარბებს.
ცნობილი რუსი მსახიობი და რეჟისორი ოლეგ ტაბაკოვი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 2017 წლის ნოემბრიდან სეფსისის დიაგნოზით იმყოფებოდა საავადმყოფოში, 2 დეკემბერის შემდეგ კი ექიმების თქმით, დაავადებამ პაციენტის ღრმა გათიშვა გამოიწვია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11