საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჯიმითი, მზისგული, არხილოსკალო და არბოშიკი - ეს ის სოფლებია, სადაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს.
უკრაინის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვიდან ამოიღო, ხოლო კანონდამრღვევი კომპანია 7 000 000 გრივნით დააჯარიმა.
სახელმწიფოს მიერ შექმნილმა შპს „მექანიზატორმა“ 130 ერთეული უახლესი „პიკაპის“ შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 7 408 600 ლარია გამოყოფილი.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრა ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთხელ, ამჯერად 31 იანვრისთვის გადადო. სვანეთში, მდინარე ნენსკრაზე 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად საქართველო EBRD-ისგან 214 მილიონი აშშ…
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში ამირან ხოდელმა 12 ჰექტარზე ვაშლის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამირან ხოდელი პროექტში „დანერგე მომავალი“ 2016 წელს ჩაერთო და 94 650…
„მაგთიკომმა“ ინტერნეტპაკეტების გაძვირება დროებით შეაჩერა. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მათ გაითვალისწინეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერეს ტარიფების ცვლილების ამოქმედება.
2017 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და 954 397 შეადგინა. გასულ წლის ყველაზე პოპულარული მიმართულება პრომეთეს მღვიმე იყო, რომელსაც 163 941 ტურისტი…
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის გორის მოსახლეობის განცხადებებს, სს „საქგორგაზის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისიის ინფორმაციით, შესწავლის შედეგად დადგინდება, რამ განაპირობა აბონენტებზე გაზრდილი…
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის საქართველოს 28 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. შესაბამის დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს…
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატ საათზე 1.28 თეთრით გაეზრდებათ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11