weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ეკონომიკა

ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ბათუმიდან ურეკის მიმართულებით ახალი მატარებელი დაინიშნა. სარკინიგზო რეისი ბათუმი-ურეკი-ბათუმი ყოველდღე, დღეში ორჯერ შესრულდება. ბილეთის ფასი 4 ლარია.

ფოთში მეთევზეებმა და მათი ოჯახის წევრებმა ბათუმი-ფოთის დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. მათ პალიასტომის ტბაზე თევზჭერაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. მეთევზეები ამბობენ, რომ თევზჭერა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ.…

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაყიდვის მიზნით გამოცხადებული აუქციონი, რომელიც 2017 წლის 11 ივლისს დასრულდა, ჩაშლილად გამოცხადდა. მასში მონაწილეობა არცერთმა მსურველმა არ მიიღო.

საქართველოს სახალხო დამცველი საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეების შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ეხმიანება. უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს არ შეუზღუდონ კარვების, დასადგამი…

ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში პილიგრიმული სასტუმრო „სნო“ 23 ივლისს გაიხსნება. სასტუმროს მმართველი კომპანიის „ჰორეკას“ დირექტორის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, 34 ნომრიანი სასტუმრო ძირითადად სნოში მისულ მომლოცველებს მოემსახურება.

ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „რუკა მაპინგი“ პროგრამის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ვენახების ორთოფოტოებს იღებს, რის საფუძველზეც მომზადდება საკადასტრო რუკები, ალფანუმერული ინფორმაცია…

„ბრწყინვალე ღვინოები საქართველოდან“ ასე ჰქვია ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ქართულ ღვინოებს ეძღვნება. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ვაზის 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშია, ქართული ღვინის ტრადიცია კი 8…

რუსეთის ფედერაციის მოქალაქის კუთვნილ შპს „ოპტიმას“, საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, სახელმწიფოსგან 15 წლიანი იჯარით გადაეცემა ყაზბეგში, დაბა გუდაურში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 906 000 ლარად არის შეფასებული.

ყვარელში კომპანია "მეგობრების მარანმა" მეღვინეობა "ნელქარისი" გახსნა, რომელიც ღვინის ქარხანას, მაღაზიას, მარანსა და რესტორანს აერთიანებს. მეღვინეობის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს…

სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, რომელიც 2011 წლიდან გაკოტრების რეჟიმში ფუნქციონირებს, აუქციონზე იყიდება. ქონების გასხვისება ერთიანი კომპლექსის სახით მოხდება და მისი საწყისი სააუქციონო ღირებულება 27 825 090 ლარს შეადგენს, ბიჯის ოდენობა 545 590 ლარია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]