weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

ეკონომიკა

მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ქვეყნის თვითუზრუნველყოფის გაზრდის მიზნით შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, ფერმერებს საშუალება ექნებათ, ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად შეღავათიანი სესხი აიღონ.

რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინაში პროდუქციის გატანა ისედაც შეუძლებელია, დასავლეთის ეკონომიკური სანქციები კი ღვინის ექსპორტს რუსეთშიც აფერხებს.

„რუსეთში ახლა ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე სიწყნარე არ იქნება, აქ ვაპირებთ დარჩენას. ბიზნესი გვინდა დავარეგისტრიროთ“, – ევგენი იაშინს, რუსეთის მოქალაქეს, იუსტიციის სახლში, რეგისტრაციის რიგში შევხვდით. იმ დღეს, განაცხადის შესატანად თავის რიგს კიდევ…

1 აპრილიდან „აგარის შაქრის“ ქარხანა სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ ქარხნის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ნათბილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის რეზოლუციით, აიკრძალება შვრიის, ფეტვის, წიწიბურას, შაქრის, მარილის, ხორბლის, ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის ექსპორტი. აკრძალვა წლის ბოლომდეა ძალაში და უკრაინის მთავრობამ ის პროდუქტების სიმცირის რისკის გამო მიიღო.

საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა, რომ სავაჭრო ქსელებში პროდუქციის მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება. ჭყონიას თქმით, ჭარბი შესყიდვები ხელოვნურად იწვევს დეფიციტს.

საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ რუსული საგადახდო სისტემების კომპანია „მირ-ი“ („Мир“) აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან თანამშრომლობს და შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს არღვევდეს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ გადახდის სისტემას „Мир“ უნდა შეუერთდეს. ამაზე მან დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, რომელიც ქვეყნის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, განსაკუთრებული განხილვის საგანი გახადა. მაშინ, როდესაც საქართველოს სუპერმარკეტები და მაღაზიები სავსეა რუსული პროდუქტით, საზოგადოების ნაწილი მათ შეძენაზე…

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 12.47 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში – 7.67 თეთრით. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]