weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ეკონომიკა

წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა

ორშაბათი, 03 იანვარი 2022 13:53

2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა. 

მესტიის მცხოვრებლებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხატის წინაშე დაიფიცეს, რომ დღეიდან ელექტროენერგიას ბიტკოინების მწარმოებელი „მაინერების“ მუშაობას აღარ მოახმარენ. 

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „რიყის დოქები“ აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიტანა. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე არსებული 14 591 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ფასი, ფასდაკლებით, 30 მილიონი ლარია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ზემო სვანეთის ენერგომომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ ელექტროენერგიის საფასური არ იქნება გადახდილი, ხშირი წყვეტები და ავარიები იქნება, რაც ყველაზე…

ეკონომიკისა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა. „ესკოს“ აქციების 100%-ს სახელმწიფო ფლობს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება „მაინინგის“ შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენამდე. ამის შესახებ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. 

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი არ ძვირდება. კალაძის თქმით, სააბონემენტო სისტემა სიახლე არ არის და ამაზე ჯერ კიდევ 2017 წელს საუბრობდა, როდესაც სატრანსპორტო რეფორმა…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქული კომპანია „ენკა“ პროექტიდან გავა, შესაძლოა ის სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს.…

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სოფლების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით დაფარვისთვის 34 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ევროპულმა ბანკმა ამის შესახებ ინფორმაცია ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად გაავრცელა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (129 ლარით) გაიზარდა და 1368.5 ლარი შეადგინა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]