საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„კახეთში არის ის პოტენციალი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წინანდალში, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, რომელმაც სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ („ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანია) ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მისცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშნებლობაზე სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის“ („ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანია) 2 მაისს მიცებული ნებართვა გააუქმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოეხმაურა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ იმ განცხადებას, რომლის თანახმად, კომპანიამ მთავრობისგან ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა მიიღო. კონსორციუმი ირწმუნება, რომ მთავრობამ კონსორციუმს და კონსორციუმის პარტნიორებს ამის შესახებ ინფორმაცია…
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7997 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0121 შეადგინა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართული კომპანია „აი გრუპისა“ და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
წყალტუბოში მდებარე ხუთი ყოფილი სანატორიუმი 21 მილიონ ლარად იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სანატორიუმების პრივატიზება სასტუმროს გახსნის მიზნით განიხილება.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართება, რომელშიც ოცზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი 30 მაისს, სასტუმროში „რედისონ კოლექშენ“ ჩატარდება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომპანია „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) ხელისუფლების მიერ აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში, ქობულეთსა და ქედაში სხვადასხვა დროს დაანონსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, ორი ობიექტის მშენებლობა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11