საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტს, რომელიც ფიზიკური პირების მიერ საფოსტო გზავნილით მიღებული საქონლის 300-ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
ჭიათურაში მინისტრების ჩასვლის შემდეგ, გაფიცულმა მაღაროელებმა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ შეთანხმებას მიაღწიეს. კომპანია მზად არის, მაღაროელებს პირველი ივნისიდან ხელფასი 25%-ით, ერთი წლის შემდეგ კი 10%-ით გაუზარდოს.
ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც უკვე მეცხრე დღეა შიმშილობენ, ტყიბულელმა მეშახტეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. რამდენიმე ათეული მეშახტე დღეს ჭიათურაში ჩავიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა.
ქვეშეთი-კობის გზაზე, 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის ხელმეორედ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში შვიდმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შემდეგ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, წარდგენილი წინადადებები შეფასდება და გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის…
ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7676 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის…
ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული კომპანიის, „ეი სოლარის“ ქარხანა გაიხსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, საწარმოში 300 ადამიანი დასაქმდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში Massimo Dutti-ის წარმომადგენლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც, 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული…
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მევენახეთა პირველი კონფერენცია გაიმართა. პროექტი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა. ღონისძიების მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი და…
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ხელშეკრულება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაფორმდება. მისი თქმით, საუბარია ფრენებზე როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ისე თვითმმართველობებში ანალიტიკური შესაძლებლობები ძალიან სუსტია და გადაწყვეტილებებს გაუაზრებლად იღებენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11