weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ეკონომიკა

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შესრულება აუკრძალა, სოციალურ ქსელში კამპანია „დაისვენე საქართველოში“ (#დაისვენესაქართველოში) დაიწყო. საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებენ, ამ ზაფხულს სამშობლოში დაისვენონ და…

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა სულხან ღლონტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

4 ივლისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Air Malta იწყებს. რეგულარული რეისები კუნძულ მალტადან თბილისის მიმართულებით 18 სექტემბრამდე, კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს შესრულდება.

წინანდალში, სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდ EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს შეასრულებს. ფრენები კვირაში ორჯერ – პარასკევს და კვირას განხორციელდება.

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და USAID-ი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის განხორციელებას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც სულ მცირე 500 ახალგაზრდა დატრენინგდება და მათ მიერ ინიცირებული სამი ბიზნესპროექტი 10 000, 8…

წარმატებულ სერიალ „ჩერნობილის“ გამოსვლის შემდეგ უკრაინულ ტურისტულ სააგენტოებში მიტოვებული ატომური სადგურის მონახულების მსურველთა რიცხვი გაიზარდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის საჭირო კაპიტალი სრულად აქვს მობილიზებული და ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისთვის“ დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ტენდერებში მონაწილეობას ეხება და არ აისახება სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია საქართველოში…

მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის ვადას ექვსი თვით გაუხანგრძლივებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]