weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

გარემოს დაცვა

პანკისის ხეობაში ბრაკონიერობაში მხილებულმა სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ბექსო ქუშანაშვილმა, ასლან ბორჩაშვილმა და ვაჟა ნარიმანიძემ დაკავებული თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს. ამის შესახებ „რეგინფოს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

პანკისის ხეობაში, ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველებმა, გადაშენების პირას მყოფი არჩვი მოკლეს. ბრაკონიერობის ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს. ოთხი ბრაკონიერიდან სამი ტყის მცველია, მეოთხე კი…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და 2017 წლის აგვისტოში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე ხეების დარგვის სამუშაოებს იწყებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსთავში, მდინარე მტკვარზე ელექტროშოკური აპარატით 16 კილომდე ხრამულის სახეობის თევზი დაიჭირეს.

ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისათვის ადმინისტრაციული შენობის აშენება იგეგმება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი დაცული ტერიტორიების სააგენტომ 21 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 000 ლარია.

2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება. 2019 წლის 1 აპრილიდან კი დაშვებული იქნება ნებისმიერი სისქის მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების…

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის ტყეში ორი დღის წინ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტის გამოვლენის დროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან იწყება.

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ტყის მცველი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, დაკავებულის სამოქმედო ტერიტორიაზე 3026 ძირი უკანონოდ მოჭრილი ხე გამოავლინეს. უკანონო ჭრით გარემოსთვის მიყენებული ზიანი…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]