საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს 8 დაცული ტერიტორია კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF) 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. შესაბამისი სამმხრივი საგრანტო ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს…
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1-ლი იანვრიდან დღემდე, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღის მოპოვების 195 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ათამდე სანახშირე ორმო აღმოაჩინეს. ადგილზე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 5,5 მ3 ხე-ტყე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ტბისში, მდინარე ალგეთთან მდებარე რესტორნის მფლობელს, დაჯარიმების მიუხედავად, მდინარე ისევ თვითნებურად ჰქონდა ჩახერგილი. თებერვალში რესტორნის მფლობელი სასამართლომ 200 ლარით დააჯარიმა და რკინის ბადეების დემონტაჟი დაავალა.
პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს.
7 აპრილს, ონში საპროტესტო აქცია გაიმართება, ზემო რაჭაში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ. აქცია სადგურის მოედანთან 14:00 საათზე დაიწყება.
სპილოს პოპულაციის შენარჩუნების მიზნით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა სპილოს ძვლისგან დამზადებული ნივთების გაყიდვას აკრძალავს. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, აიკრძალება ნებისმიერი ნაკეთობის გაყიდვა მათი ასაკისა მიუხედავად. სამართალდამრღვევი ჯარიმით ან 5-წლიანი პატიმრობით დაისჯება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია RMG-ის, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამთომოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს, დაევალა, რომ მდინარე კაზრეთულას დაბინძურების ფაქტები 9 თვეში, 2018 წლის 31 დეკემბრამდე აღკვეთოს,…
დღეს, მსოფლიო მეთერთმეტედ, საქართველო კი მეათედ „დედამიწის საათს“ აღნიშნავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის ფარგლებში, მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო…
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშში გიგანტური ცაცხვის ხე დგას. ხე ფოტოგრაფმა გიორგი ნიკოლავამ გადაიღო. მისი თქმით, დაახლოებით 40 წლის წინ, ხელოვნებათმცოდნე პარმენ ზაქარაიას ინიციატივით, ხე ექსპერტებმა შეაფასეს, რომელთა ვარაუდით, ცაცხვი მე-5-მე-6 საუკუნისაა. ზაქარაია…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11