აგვისტო 24, 2019
weather cur horoscope tv

შეწყალებული პატიმრების რეციდივებს რომ გადავხედოთ, საგანგაშო რიცხვებია – გიორგი გახარია

16:33 სამშაბათი, 17 აპრილი 2018 hits 1403

„ჩვენ რომ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ საგანგაშო რიცხვებია“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ ვერ ვიქნებით მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართო გამოყენების მომხრე. ეს პოზიცია გვიჭირავს და ყველგან დავაფიქსირებთ. ჩვენი მიდგომა არ არის, რომ ერთი კონკრეტული, რამოდენიმე მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები. არა, ჩვენ ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, არამედ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა“, – აღნიშნა მინისტრმა. 

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. 

პატიმართა შეწყალების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გაირკვა, რომ თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელს შეიწყალა. ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მას სასჯელი გაუნახევრდა და სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 თვით ადრე დატოვა. აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ (ე.წ. უდოს კომისია) ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 6-ჯერ უთხრა.

 

ამ თემაზე:

პრეზიდენტი - ვეფხია ბაქრაძე მეორედ მომართვის შემდეგ შევიწყალე, ოჯახის სურვილით

ზვიად ქორიძერატომ მიიღო შეწყალების კომისიამ სამინისტროდან დადებითი დასკვნა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]