weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ბირჟა მაფიის“ წევრი მიშკა მგალობლიშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

15:07 ორშაბათი, 12 ივნისი 2017

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიის“ წევრი მიშკა მგალობლიშვილი (Young MIC) წინასწარი პატიმრობიდან 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა. სირცხვილი მათ, ვინც თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა ამ ამბის გამოყენება იმიტომ, რომ ეს ყველას მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულებაა, ვებრძოლოთ ასეთ უსამართლობას“, - განაცხდა მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ.

რეპერი 5 დღე იყო დაკავებული. როგორც პროკურორმა დავით გუმბერიძემ დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე მისი პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილი აღარ იყო.

მიშკა მგალობლიშვილი და „ბირჟა მაფიის“ კიდევ ერთი წევრი გიორგი ქებურია სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 ივნისს დააკავეს. მათ წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა. წინასწარი პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლოზე მიშკა მგალობლიშვილი აცხადებდა, რომ ის იმ მუსიკალური ვიდეოს გამო დააკავეს, სადაც პოლიციელია გაშარჟებული. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, შემდეგ კი აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნოდა.

მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გათავისუფლების, სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის შეცვლისა და პოლიციის რეფორმის გატარების მოთხოვნით თბილიში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის შემდეგ, რეპერების დაკავებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გამოეხმაურნენ. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით ზედმეტად მკაცრია და ლიბერალიზაციას საჭიროებს. კალაძემ კი განაცხადა, რომ თუ პოლიციელს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან „გადაცდომა მოუვიდა“, ადეკვატურად დაისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]