საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ითხოვს, რომ მუხთარლის გატაცების საქმე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. მისი განცხადებით, დანაშაულის დაკვეთაში შესაძლოა მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისში გატაცებისა და აზერბაიჯანში დაპატიმრების თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ყურადღებით აკვირდება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, მისთვის და მისი შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. ლეილა მუსტაფაევას თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მიღება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
სასამართლომ ლგბტ თემის ორი წარმომადგენლის ცემაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო და 1 000 ლარით დააჯარიმა. როგორც „რეგინფოს“ დაზარალებულების ადვოკატმა განუცხადა, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კახეთის ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრია, დაავალა საჯაროდ უარყოს გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ღირსება და საქმიანი რეპუტაცია განზრახ შელახა.
საერთაშორისო „პენ-კლუბი“ (PEN International) მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. ორგანიზაცია აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაკავებულის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
32 წლის მიკაილ კადიევი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა 2012 წლის 13 დეკემბერს ბათუმიდან გაიტაცეს. მოსკოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი იმით გადარჩა, რომ გაქცევა მოახერხა. გაქცევა ვერ შეძლო…
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (Reporters Without Borders) პატიმრობიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა ახსნას, თბილისიდან როგორ წაიყვანეს დევნილი ჟურნალისტი უკან, ბაქოში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ეხმაურება მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის სავარაუდო ცემის შემთხვევას და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის ინფორმაციით, 29 მაისს, მუხთარლი სახლში სამარშრუტო ტაქსით ბრუნდებოდა, საიდანაც ჩამოსვლის შემდეგ, ქართულად მოსაუბრე ორი ადამიანი თავს დაესხა და გაიტაცა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11