საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი მაღალჩინოსანი დააკავეს. არხის წყაროს ცნობით, ერთ-ერთი აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე და ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძეა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მისი დაბრუნების გამო „ქართული ოცნება“ პანიკაში ჩავარდა.
ბი ბოტმამ სამოგზაურო სეზონის გააქტიურებასთან ერთად გადაწყვიტა იღბლიანი მოგზაურები დაასაჩუქროს.
„ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ „ფეისბუქზე“ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო წარწერით – „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“ – გააზიარა. პოსტის გაზიარება დროში ემთხვევა ლაგოდეხში სალომე ბარკერის 16…
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, წარმოუდგენელია, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთი თვის წინ გაცემული ნებართვის შესახებ მთავრობაში არ სცოდნოდათ.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას დაწყებული აქვს და არ შეწყვეტილა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი UEFA-ს ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.
„ჩვენ რეგულარულად ვატარებთ რეგიონულ ბიზნესებთან შეხვედრებს და მთავარი, რასაც ბიზნესი ითხოვს, არის მოქნილი ბიუროკრატია და ადგილობრივი თვითმმართველობებში ბიზნეს გადაწყვეტილებების ტემპის დაჩქარება“, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კახეთში წელს მიმდინარეობს და დაგეგმილია 132 მილიონი ლარის საგზაო ინფრასტრქუტურის მოწყობა.
კალიფორნიაში, სან ფრანცისკოს სანაპირო კრისი ფილდზე კრეატიული გზით შეეცადნენ ზღვებისა და ოკეანეების პლასტიკით დაბინძურების საყოველთაო პრობლემაზე ცნობიერების ამაღლებას.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11