weather cur horoscope tv
მაისი 14, 2025

შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა.

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანთან ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები განახლდა. დღეს დილიდან ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული, რომელსაც მძიმე ტექნიკასთან მისასვლელი ყველა გზა აქვს გადაკეტილი. პანკისში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე…

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი გორში იმყოფებოდა და კინოთეატრ „გამარჯვებაში“ შეკრებილ ხალხს შეხვდა. ადგილობრივების ნაწილმა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო…

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „ევროპა ნოსტრას“ ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის მონასტერში იმყოფებოდა, სადაც ძეგლის აღდგენის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა, ნათია თურნავამ 2012 წლის აგვისტოში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 35 ათასი ლარი შესწირა. ეს თურნავას ერთადერთი პოლიტიკური შემოწირულობაა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა მწყემსი დააკავეს. როგორც „რეგინფოს“ მეჯვრისხევის ადმინიტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, ალექსანდრე ბუჯიაშვილმა უთხრა შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი მეჯვრისხევის მკვიდრია.

აღიარებული პოლონელი კინორეჟისორი რომან პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიას ოსტრაკიზმის გამო სასამართლოში უჩივის. ოსკაროსანი კინოხელოვანის ადვოკატების თქმით, კინოაკადემიას უფლება არ ქონდა, რეჟისორი განედევნა.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი ათი ბავშვის თანმხლები ქალის მიმართ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი უკრაინის მოქალაქეა და ბავშვებთან ერთად საქართველოში 8 აპრილს, მოსკოვი-თბილისის…

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნებით ათი ბავშვი შეიყვანეს. მათგან ყველაზე უმცროსი შვიდი თვის არის, უფროსი კი 11 წლის. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ათივე პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერის ქუჩაში, ორი დღის წინ მომხდარი არეულობისას დაღუპული ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. 18 და 19 წლის ასაკის ეჭვმიტანილებს ტერორისტული აქტის განხორციელებაში ადანაშაულებენ, რასაც ჟურნალისტის სიცოცხლე…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]