weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში გამოიყენებს. ამის შესახებ მან ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერში თქვა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელიც ნამახვანჰესს აშენებდა, ხეობას ტოვებს და საკუთარი ბაზების დემონტაჟს ახორციელებს.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანიების – „პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარის“ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „უღირსები“ არიან და ამიტომ არ მიიწვია ღონისძიებაზე.

22 მარტისთვის ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი სუპერის მარკის ბენზინის ფასი 3.89-4.00 ლარია, პრემიუმის - 3.85-3.89, რეგულარი კი 3.70-3.77ღირს. დიზელის ფასები 3.80-დან იწყება და 4.09-მდე ადის. შედარებით იაფად, 20-25 თეთრით…

რუსულმა სასამართლომ 50 000 რუბლით დააჯარიმა აქტივისტი, 13 მარტის ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე დმიტრი რეზნიკოვი. მოსკოვის ქუჩაში ის იდგა პლაკატით, რომელზეც, სიტყვების ნაცვლად, დაბეჭდილი იყო: „*** *****“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და იტალიელებს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას დაუჭირონ მხარი.

სასურსათო მაღაზიებში რუსეთიდან შემოტანილი მზესუმზირის ზეთი გაძვირდა. სხვადასხვა დასახელების ზეთზე ფასები 1 ლიტრზე 0,5 -1,5 ლარითაა გაზრდილი. დისტრიბუტორები ფასის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად რუსულ და საერთაშორისო ბაზარზე ზეთის გაძვირებას ასახელებენ.

რუსული კრიტიკული გაზეთის – „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი ნობელის პრემიის მედალს ყიდის, რათა ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმაროს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნეიტრალიტეტის საკითხს გამოეხმაურნენ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნეიტრალიტეტის თემის ზონდირება ხდება“.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საფრთხესთან საბრძოლველად აუცილებელი არ არის ევროკავშირმა ხელში იარაღი აიღოს, არამედ საჭიროა ბრძოლა დიპლომატიურ და ეკონომიკურ ფრონტებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]