საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
2022 წლის 16 სექტემბრიდან რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის მხარე აღარ იქნება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს მინისტრთა კაბინეტის 23 მარტის რეზოლუციაშია ნათქვამი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
შპს „ენკა რინიუებლზმა“ (ENKA Renewables) ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა, დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ქონება კი ჩამოწერა.
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოიგო შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან ხანგრძლივი დავა, რომელიც ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარულ თანხებს ეხებოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 24 მარტამდე რუსეთმა დაახლოებით 15 800 სამხედრო დაკარგა.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 რუსი ხელოვანი და შოუბიზნესის წარმომადგენელი, მათ შორის, ტელეკომპანია TNT-ს დირექტორი თინა კანდელაკი, დირიჟორი ვალერი გერგიევი და რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, არასასურველი პირების სიაში შეიყვანა უკრაინის წინააღმდეგ…
უკრაინაში დაღუპული სამი ქართველი მებრძოლიდან ორი – დავით რატიანი და გია ბერიაშვილი სამშობლოში გადმოასვენეს. გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მათ ოჯახის წევრებთან ერთად, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები დახვდნენ. იქვე იმყოფებოდა საქართველოს…
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მას უკრაინა ჰქვია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი კიევში ჩასულ ლიეტუველ კოლეგას, არვიდას ანუსაუსკასს შეხვდა. ანუსაუსკასი პირველი უცხოელი თავდაცვის მინისტრია, ვინც ომის დაწყების შემდეგ კიევს ეწვია.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-მ და ევროკავშირმა უნდა გააგრძელონ იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11